Saturday, December 19, 2009

კასპის მუნიციპალიტეტში 31 სკოლაა, მათგან 22 საშუალო, 8 საბაზო. და ერთი კერძო სკოლა. 2009 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით 870 პედაგოგი და 6583 მოსწავლეა.
2009 წლის 27 ნოემბერს კასპის #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში წარჩინებულ კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის მედლები, ხოლო 13 მოსწავლე, რომლებმაც წარჩინებით დაამთავრა საბაზო საფეხური,პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოსწავლეები წიგნებით დააჯილდოვა.

2009 წლის 16 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კასპის მუნიციპალიტეტში ახალქალაქის საჯარო სკოლას სტუმრობდა.

2009 წლის ნოემბერ-დეკემბერში ,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივით , კასპის #1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა   ტრენინგი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა  ოთხი საჯაროს სკოლის 26 მასწავლებელი, სხვადასხვა საგნობრივი კათედრიდან. ყველა პედაგოგმა  წარმატებით გაიარა აღნიშნული ტრენინგ-კურსი.   

29 დეკემბერს  კასპის საგანმანთლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში რესურსცენტრის უფროსმა ბატონმა დავით ზანგურმა გადასცა მასწავლებლებს  სერთიფიკატები და მომავალში პროფესიული წარმატებები უსურვა.